მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Samsung-მა შეიძლება Google-ის ნაცვლად Perplexity-ის AI გამოიყენოს

perplexity
სტატიაში საუბარია:

სამხრეთ კორეულმა გიგანტმა, Samsung Electronics-მა, შესაძლოა, ამერიკულ Google-თან პარტნიორობა შეწყვიტოს და Galaxy S26-სერიის სმარტფონებში არა Google Gemini, არამედ Perplexity-ის მიერ შექმნილი AI ჩააშენოს, რომელიც Claude-ის სახელითაა ცნობილი.

გარიგებასთან დაკავშირებით დეტალები უცნობია, თუმცა ის დანამდვილებით ვიცით, რომ კორეული კომპანიამ ამჟამად მოლაპარაკებებს რამდენიმე AI-სტარტაპთან აწარმოებს, მათ შორის OpenAI-სთან, რომელიც ChatGPT-ს ფლობს.

თუკი ზემოხსენებული ინფორმაცია დადასტურდება, მაშინ მომავალი წლიდან Samsung-ის სმარტფონებში Perplexity-ის ხელოვნურ ინტელექტს ვიხილავთ, რომელიც Gemini-სთან შედარებით განსხვავებულად ფუნქციონირებს და უფრო „ადამიანურად“ მეტყველებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები