სამხრეთ კორეის ხელისუფლება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ტექნოლოგიური ლიდერობის შენარჩუნების მიზნით, მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელიც ქვეყნის წამყვანი კომპანიებისგან, მათ შორის Samsung Electronics-ისა და SK Hynix-ისგან, მინიმუმ $880 მილიარდის მოცულობის ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს.
აღნიშნული კაპიტალდაბანდება ციფრული ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ჩიპების წარმოებისა და მონაცემთა ცენტრების განვითარებას მოხმარდება. არსებული ინფორმაციით, სამხრეთკორეული გიგანტები, Samsung Group-ი და SK Group-ი, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ორი ახალი მაღალტექნოლოგიური ქარხნის აშენებას გეგმავენ.
პარალელურად, სამხრეთ კორეის მთავრობამ კიდევ ერთი მასშტაბური ინიციატივა წარადგინა, რომელიც ადგილობრივი ინტერნეტლიდერის, Naver Corp-ისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან $200 გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული ფინანსური რესურსით 2029 წლისთვის 8.4 გიგავატის სიმძლავრის ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურა შეიქმნება, რაც ქვეყნის ენერგეტიკული და ციფრული ქსელების სრულ მოდერნიზებას უზრუნველყოფს.



























