"სამთავრობო ქალაქის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ინვესტიციების მოზიდვას შუწყობს ხელს.
„რაც შეეხება სამთავრობო ქალას, ეს არის ჩვენი ინიციატივა, რომლის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება. ეს არის უპირველესად ეკონომიკური კუთხით ძალიან საინტერესო პროექტი და ხელს შუწყობს კონკრეტული მიმართულებით ინვესტიციების დამატებით მოზიდვას. სამთავრობო ქალაქის მშენებლობა ხელს შუწყობს ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას. ახლა პროექტი მზადდება და ამის საფუძველზე გვექნება დეტალური ხარჯთაღრიცხვა ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, მთავრობა ორთაჭალაში სამინისტროების გადატანის პროექტს დაუბრუნდა - ამას ითვალისწინებს ირაკლი კობახიძის 4 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც მუნიციპალური განვითარების ფონდს პროექტისთვის შესაბამისი სამუშაოების ჩატარება დაევალა. განკარგულების თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა მოამზადოს პროექტის ხარჯთაღრიცხვა და ის ფინანსთა სამინისტროს გააცნოს, რომელმაც შესაბამისი ხარჯები 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში უნდა გაითვალისწინოს. ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა თავდაპირველად ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა, თუმცა პროექტი საბოლოოდ აღარ განხორციელდა.




























