გასული კვირის ამბებმა, მორიგ ჯერზე გააღვივა თბილისსა და საქართველოს ბიზნეს საზოგადოებაში მსჯელობა სამთავრობო ცვლილებებზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, მის შემცვლელზე, გავლენებზე პარტიასა და თუ მთავრობაში, პარლამენტში და ბიზნესთან ურთიერთობაში. ეს თემატიკა, ალბათ, არასდროს ამოიწურება, რადგან არასდროს დასრულდება ცვლილებებიც, თუნდაც ისეთი კოსმეტიკური ან შესაძლოა, იმედი ვიქონიოთ სისტემური, რასაც ჰქონდა ადგილი გასული წლის 30 დეკემბრიდან მოყოლებული.