მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის ბურჯის დაზიანების მიზეზებს ამ დრომდე იკვლევენ

642a8cf47b3e0
ინგა მურუსიძე
03.04.23 12:52
1077
22 თებერვალს სამტრედია-გრიგოლეთის I მონაკვეთზე მშენებარე ხიდი დაზიანდა. კერძოდ, მშენებარე ხიდს მე-8 ბურჯი გამოეცალა. გზების დეპარტამენტში მაშინ განმარტავდნენ, რომ დაზიანების მიზეზების შესწავლა დაიწყო.

დღეს, პრესკონფერენცია გამართა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა, რომელმაც თქვა, რომ კვლევა კვლავ გრძელდება.

„მიმდინარეობს შესაბამისი საკვლევაძიებო სამუშაოები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო იკვლევს აღნიშნულ ინციდენტს, მთლიანად ხდება 800-მეტრიანი ხიდის შესწავლა. ეს არ არის მარტივი, გრძელვადიანი პროცესია. კვლევები რომ დასრულდება, გვეცოდინება, რა იყო დაზიანების გამომწვევი მიზეზი და ვინ იყო პასუხისმგებელი ამ დაზიანებაზე. სიჩქარე არ გამოვა, კვლევა უნდა დაიდოს სრული, რათა მომავლისთვის სწორად დაიგეგმოს სამშენებლო სამუშაოები და გაგრძელდეს სამუშაოები, რომ აღდგეს სრულად ეს ხიდი“, - განაცხადა წერეთელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები