სამწუხარო დღეა საქართველოში დემოკრატიისთვის - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
„სამწუხარო დღეა საქართველოში დემოკრატიისთვის. ეუთო/ოდირი ვერ აკვირდება ადგილობრივ არჩევნებს, რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული, ძალადობის გამოყენება შემაშფოთებელია.
რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს არჩევნების მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
იქამდე, 29 აგვისტოს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე საქმის ფარგლებში 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა. ასევე, ოფიციალურმა ოსლომ თქვა ისიც, რომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს გააუქმებს.



























