მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს EU-ში გაწევრიანება შეჩერებულია - ჰერჩინსკი;

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია, EU-მ საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი €30 მლნ გაყინა - ამის შესახებ დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირის ქვენების ლიდერებისთვის გაურკვეველია მოქმედი ხელისუფლების განზრახვა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ანტიდასავლური რიტორიკა კი შეუთავსებელია გაწევრიანების მიზანთან. პაველ ჰერჩინსკის თქმითვე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ პირდაპირი დახმარება ეტაპობრივად შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები