მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამწუხაროდ, ელჩები საჯარო დისკუსიას გაექცნენ... ეს იმას ნიშნავს, რომ კანონის წინააღმდეგ არგუმენტები არ არსებობს - კობახიძე

ჰარცელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ელჩები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას გაექცნენ და ანალოგიურად მოიქცნენ რადიკალური ოპოზიციის მედიასაშუალებები. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ეს იმაზე მეტყველებს რომ რეალურად ამ კანონის საწინააღმდეგოდ არგუმენტები არ არსებობს.

"ყველას ახსოვს, რომ მმართველი გუნდი მთელი ამ დროის განმავლობაში სრულიად ღია იყო დისკუსიისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.

ჩვენ ამგვარი ღია დისკუსია იმ ქვეყნების ელჩებსაც შევთავაზეთ, რომლებიც საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკანონმდებლო დებატებში უხეშად ერეოდნენ. თუმცა სამწუხაროდ, ელჩები საჯარო დისკუსიას გაექცნენ, მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა კი, ზღვის თუ ოკეანის გაღმიდან, კვლავაც არგუმენტებს მოკლებული უხეში განცხადებების კეთება განაგრძეს. ზუსტად ანალოგიურად გაექცნენ ჯანსაღ დისკუსიას რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ კანონის წინააღმდეგ არგუმენტები, სინამდვილეში, არ არსებობს და ჩვენს ოპონენტებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, „ენჯეოების“ ფინანსების შესახებ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას რამენაირად დაუმალონ", - წერს კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები