მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამუშაო ძალის მიგრაცია ყველა ქვეყანაში ხდება - ელგუჯა მელაძე

63bd2bd4e54de
ინგა მურუსიძე
10.01.23 20:00
691
„დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე აცხადებს, რომ კვალიფიციური კადრების მიგრაცია მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი.

კითხვაზე, რატომ გადიან ქვეყნიდან კვალიფიციური კადრები? - მელაძე პასუხობს, რომ მსოფლიოში თავისუფალი შრომის ბაზარია და ადამიანის უფლებაა სად იმუშავებს.

"ადამიანის უფლებაა, იმუშაოს საქართველოში, აზერბაიჯანში, ან პოლონეთში.არ აქვს ამას მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში, სამუშაო ძალის მიგრაცია ყველა ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი. ეს არ არის უცნაური მოვლენა. ეს ხდება ყველგან. გადახედეთ გერმანიას და ნახავთ, რამდენი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელია იქ ჩასული და მუშაობს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ბალტიისპირეთიდან ძალიან ბევრი ახალგაზრდა გადის", - ამბობს მელაძე.

მისივე თქმით, ბაზარი კვალიფიციურ სპეციალისტს ითხოვს, რადგან ქვეყანაში მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე სოფლის მეურნეობა ვითარდება, ტექნოლოგიური გადამმუშავებელი საწარმოები მუშაობს და ა.შ, სადაც კვალიფიციური კადრებია საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები