2024 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4.4%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, შემცირება ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22.9%-იანი კლებით იყო განპირობებული. რამ გამოიწვია ხელფასების კლება დარგში და ხომ არ დაიწყო საქართველოში სამუშაო ძალის შემოდინება უფრო დაბალ შემოსავლიანი მეზობელი ქვეყნებიდან?