მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება" - თბილისის რომელი ქუჩის აბონენტებს აღუდგა გაზმომარაგება?

გაზი

"თბილისი ენერჯიში" აცხადებენ, რომ გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. კომპანია აღდგენის სამუშაოების შესახებ ინფორმაციას აახლებს.

ამ წუთის მონაცემებით:

დიდუბე-დიღომი: 19 700 აბონენტი - სრულად ჩართულია

ვაკე-წყნეთი: 43 900 - ჩართულია 55% - მიმდინარეობს 19 755 ჩართვა.

საბურთალო-ნუცუბიძე: 87 200 აბონენტი - ჩაირთო 55% - მიმდინარეობს 39 240 აბონენტის ჩართვა.

"სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

კომპანია სრული რესურსით ჩართულია. ვცდილობთ, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე" - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ "მესამე პირის" მიერ დაზიანდა, რის გამოც გაზმომარაგების გარეშე ვაკე-საბურთალოს მოსახლეობის 150 000-მდე აბონენტი დარჩა. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზის მიწოდების აღდგენა დღეს დაიწყება და 11 თებერვლის დღის ბოლომდე გაგრძელდება. თბილისი ენერჯის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია. გაზმომარაგების აღსადგენად მეორე, ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო. რისთვისაც "თბილისი ენერჯის" შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულები არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები