მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამწუხაროდ, ბათუმის ბულვარში სეირნობის საშუალება არ მქონია, რომ დავაკვირდე რა სიტუაციაა იქ - გაბუნია

60f6a5716c9e8
ინგა მურუსიძე
20.07.21 18:30
821
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ირწმუნება, რომ შრომის ინსპექტორი ერთნაირად დადის ყველა დაწესებულებაში და თუ რამე დარღვევას ნახავს, აჯარიმებს. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არღვევენ დაწესებულებები კანონს ღამით, როცა ბათუმის ბულვარში მუსიკალურ ღონისძიებებს მართავენ.

„რეგულაცია ერთნაირად მოქმედებს ყველასთვის. შრომის ინსპექტორი ერთნაირად დადის ყველა დაწესებულებაში და თუ რამე დარღვევას ნახავს, აჯარიმებს. სამწუხაროდ, ბათუმის ბულვარში სეირნობის საშუალება არ მომცემია, რომ დავაკვირდე იქ რა სიტუაციაა, მაგრამ შრომის ინსპექტორი ამას ამოწმებს და ერთი სტანდარტია ყველასთვის“, - ირწმუნება თამარ გაბუნია.

კითხვაზე - არის გარკვეული კლუბები, რომლებიც ღამე მუშაობენ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ასეთი კლუბებს შესახებ ინფრორმაცია არ აქვს და თუ ვინმეს კონკრეტული ფაქტი აქვს, შესაბამის სამსახურს უნდა შეატყობინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები