მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სამწუხაროდ, მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ კონკრეტული მაღაზიები დაგვეკეტა” - OVS KIDS

608c37e8bf280
ანუკა ჯოხაძე
30.04.21 23:30
2984
2020 წელს 169 მოიჯარემ დატოვა თბილისის ძირითადი სავაჭრო ქუჩები და გამოთავისუფლებული ობიექტების ჯამურმა ფართმა 11,385 კვ.მ შეადგინა. ამის შესახებ Colliers International-ის მიერ მომზადებულ კომერციული ბაზრის 2020 წლის შეჯამებაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, ვაკანტური ფართის 57% მდებარეობდა ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის გამზირებზე. Dunkin’ Donuts, OVS kids, Parfois, Flo, Finca Bank არიან იმ მოიჯარეებს შორის, რომლებმაც დახურეს თითო ფილიალი თბილისის ძირითად სავაჭრო ქუჩებზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი პანდემიის გამო არ დახურულა.

ერთ-ერთი ბრენდი, რომელსაც დღეს პეკინის გამზირზე ვეღარ შეხვდებით OVS kids-ია. კომპანიაში ეკონომიკურ კრიზისთან ერთად მომხმარებლების შემცირებულ მსყიდველთუნარიანობას ასახელებენ. კომპანია GTEX-მა, რომელიც OVS-ის, Penti-ს, Terranova-ს, English Home-ის და Enza Home-ის ოფიციალური წარმომადგნელია საქართველოში, საერთო ჯამში რამდენიმე მაღაზია დახურა, რომელთა ძირითადი ნაწილი თბილისის მნიშვნელოვან სავაჭრო ქუჩებზე იყო განთავსებული.

“ჩვენი მაღაზიების დაკეტვის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობა იყო. ეს კი პირველ რიგში გამოიხატება ლარის კურსის გაუფასურებაში. ვინაიდან ჩვენ ჩვენს მომწოდებლებთან გვაქვს ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში, ამ საკითხმა საკმაოდ დიდი ზიანი მოგვაყენა. ასევე დღეს ადამიანებს პრიორიტეტად არა ფუფუნების, არამედ პირველადი საჭიროების ნივთების შეძენა უდგათ. ყველაფერი კი ერთმანეთთან ჯაჭვურად არის დაკავშირებული. თუ მომხმარებლები გვყავს ნაკლები, კონკრეტული ბრენდის შემოსავალი იკლებს, ამიტომ ჩვენ გვიჭირს იმ ვალდებულებებს ვუპასუხოთ, რაც გვაკისრია. სამწუხაროდ, მივდივართ იქამდე, რომ დავკეტოთ კონკრეტული მაღაზიები.”-აცხადებს კომპანია GTEX-ის მარკეტინგის მენეჯერი, რუსკა გელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები