მოთხოვნის ზრდის ფონზე ფრანგული Thales 12 ათასი ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა პატრისკენმა ფრანგულ გამოცემა Le Journal du Dimanche-ს უთხრა.
მისი ინფორმაციით, ბოლო რვა წლის განმავლობაში კომპანია ყოველწლიურად საშუალოდ 5 ათასიდან 8 ათამდე ზრდიდა თანამშრომელთა რაოდენობა, ხოლო 2022 წელს 11.5 ათასით გაზარდა დასაქმებულთა ოდენობა. ჯამში Thales 80 ათასამდე ადამიანზე ასაქმებს. კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიები, თავდაცვა, ავიაცია მოღვაწეობს, ამბობს, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების პროდუქციაზე მოთხოვნა დრამატულად არის გაზრდილი და კომპანიამ ამას უნდა უპასუხოს.
როგორც Reuters წერს, უკრაინაში ომის დაწყებიდან Thales აქციების ფასი თითქმის 60%-ით გაიზარდა. მზარდ მოთხოვნაზე გასულ თვეში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებაზე მიუთითებს, რომელმაც სამხედრო დანახარჯების გასამმაგება დააანონსა იმისთვის, რომ ქვეყანა უსაფრთხოების ახალ რეალობას მოერგოს, რომელიც რუსეთის უკრაინაში ინტერვენციამ წარმოშვა.