მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანამ "ჯიტა" დარჩება პარტიულ სტრუქტურად არ ვაპირებ, ვითანამშრომლო, ან ვიყო მასთან აფილირებული" - "კერნელი"

ბექა დალაქიშვილი

"კერნელის" თანადამფუძნებელი, ბექა დალაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ჯიტასთან" თანამშრომლობას წყვეტს მანამ, სანამ ორგანიზაცია პარტიული სტრუქტურის ნაწილია.

მისი შეფასებით, "ჯიტას" ხელმძღვანელი რეჟიმის მსახურია.

bm.ge პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"პარასკევს სტარტაპებმა გავმართეთ პროტესტი ტექნოპარკში, სადაც ასევე შევხვდით GITA • Tech Park-ის ხელმძღვანელობას

სამწუხაროდ, ჯიტა ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო ინტიტუტი გადაქცეულია პარტიულ სტრუქტურად, ხოლო მისი ხელმძღვანელი Avtandil Kasradze ქვეყნისა და ეკოსისტემის ინტერესების ნაცვლად იცავს “ქართული ოცნების” ინტერესებს.

(მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბევრი მეგობარი, ჯიტას თანამშრომელი, მხარს უჭერს თავისუფლებას და აქციებზეც დგას ჩვენს გვერდით)

მე, როგორც მოქალაქე ვფიქრობ რომ ‘ქართული ოცნება’ საქართველოს ინტერესების მტერია. და ვინც ამ რეჟიმს ემსახურება ასევე ღალატობს საქართველოს

შესაბამისად, სანამ ჯიტა დარჩება პარტიულ სტრუქტურად და ვიდრე მისი ხელმძღვანელი იქნება რეჟიმის მსახური, მე არ ვაპირებ ვითანამშრომლო ჯიტასთან ან ვიყო მასთან აფილირებული:

- ჯიტას ეგიდით ან დაფინანსებით არ გავუწევ მენტორობას დამწყებ სტარტაპებს (ამას ძირითადად ინდივიდუალურად ვაკეთებ ისედაც და თუ ვინმეს დახმარება სჭირდება ყოველთვის შეუძლია დამიკავშირდეს)

-არ გავაკეთებ განაცხადს და არ მივიღებ არანაირ დაფინანსებას/გრანტს ან სხვა ფინანსურ სარგებრლს ჯიტასგან

- არ მივიღებ მონაწილეობას ჯიტას მიერ ორგანიზებულ არანაირ ღონისძიებაში

აქვე დავაზუსტებ, რომ ეკოსისტემის ზომიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დავრჩე ეკოსისტემის აქტიურ წევრად და შეძლებისდაგვარად დავეხმარო მას განვითარებაში, მომიწევს ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება სადაც, რაიმე ფორმით ჯიტაც იქნება წარმოდგენილი.ცხადია, ეს გადაწვეტილება ჩემთვის უფრო არაკომფორტული და ‘საზიანო’ იქნება ვიდრე ჯიტასთვისმაგრამ ეს არის ჩემი პტოტესტის დაფიქსირების და გაფიცვის ერთგვარი ფორმა

გაიფიცე", - წერს სოციალურ ქსელში დალაქიშვილი.

საპროტესტო აქციის შემდეგ, სტარტაპერები GITA-ს თავმჯდომარეს ხვდებიან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები