მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სანამ კორუფცია სულით და ხორცით არ შეგვზიზღდება, კარგ ქვეყანას ვერ ავაშენებთ - ექიმი ჯაბა ზარქუა

ჯაბა ზარქუა

"სანამ კორუფცია სულით და ხორცით არ შეგვზიზღდება, მანამდე კარგ ქვეყანას ვერ ავაშენებთ" - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექიმი ჯაბა ზარქუა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ილია ღუდუშაურის დაპატიმრებას.

"ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს რა ქონების ფლობაც გამოუქვეყნეს, იმის მეოთხედის ფასად კრონის და კოლიტის მქონე მინიმუმ 100 პაციენტს მაგარი მკურნალობა დაუფინანსდებოდა, ერთი წლის მაინც.

ჰოდა, ამ დროს რეალურად პაციენტებს სახელმწიფოსგან რისი მოთხოვნა უწევთ იცით? წამალი რომ უბრალოდ იყოს მაინც, ხარისხიანი… ყიდვა მაინც რომ შეეძლოთ!

სანამ კორუფცია სულით და ხორცით არ შეგვზიზღდება, მანამდე კარგ ქვეყანას ვერ ავაშენებთ. ჩემი დაკვირვებით, ჯერ კორუფცია ასე ძალიანაც არ ეზიზღება ხალხს. პირიქით სიმპატიზირებენ კიდეც კვაჭებს", - წერს ექიმი facebook-ის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, გუშინ, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააპატიმრეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები