მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, გათხევადებული აირების იმპორტი კი - გაიზარდა

63329e5128ae6
BM.GE
27.09.22 10:52
569
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 58 ათასი ტონა, რაც 13 ათასი ტონით ანუ 18,3%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (71 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 48,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 84,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 3,9 ათასი ტონა (6,7%); ერაყი - 2,9 ათასი ტონა (5%); თურქმენეთი - 1,7 ათასი ტონა (2,9%); რუსეთი - 0,5 ათასი ტონა (0,9%); მალაიზია - 0,1 ათასი ტონა (0,2%).

2022 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 25,52 ათასი ტონა, რაც 0,55 ათასი ტონით ანუ 2,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (24,97 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,9% (25,49 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები