მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, LPG - გაიზარდა

5f8eb0871b836
BM.GE
20.10.20 13:37
1256
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 17,6 ათასი ტონა, რაც 2,0 ათასი ტონით ანუ 12,8%-ით მეტია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან (15,6 ათასი ტონა) შედარებით და 2,4 ათასი ტონით ანუ 12,0%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (20,0 ათასი ტონა) შედარებით.

აქედან იმპორტის 57,9% (10,2 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 33,5% (5,9 ათასი ტონა) - ერაყიდან, 7,4% (1,3 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 1,1% (0,2 ათასი ტონა) - ალბანეთიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 90,5 ათასი ტონა, რაც40 ათასი ტონით ანუ 30,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (130,5 ათასი ტონა) შედარებით.

აქედან იმპორტის 59,8% (54,1 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 24,5% (22,2 ათასი ტონა),ირანის ისლამური რესპუბლიკა - 8,4% (7,6 ათასი ტონა), რუსეთი - 3,5% (3,2 ათასი ტონა), თურქეთი - 2,3% (2,1 ათასი ტონა), სომხეთი - 1,0% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,2% (0,2 ათასი ტონა).

სანავთობო ბიტუმის კლება განპირობებულია Covid 19 - ის პანდემიიდან გამომდინარე და ასევე იმით, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან არ ხდება სანავთობო ბიტუმის იმპორტი, რომელიც თავის მხრივ ბოლო წლების განმავლობაში იყო ამ პროდუქციის ძირითადი მომწოდებელი.

2020 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,6 ათასი ტონა, რაც 2,4 ათასი ტონით ანუ 60%-ით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან (4,0 ათასი ტონა) შედარებით და 2,1 ათასი ტონით ანუ 56,7%-ითგასული წლის სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (3,7 ათასი ტონა) შედარებით.

მათშორის, იმპორტის 87,5% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 30,2 ათასი ტონა, რაც 3,9 ათასი ტონით ანუ 14,8%-ით აღემატება გასული წლი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (26,3 ათასი ტონა).
მათ შორის, იმპორტის 93,7% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები