27 წლის ფოტოგრაფმა სემ მორისონმა 2017 წელს უჩვეულო ტიპის ბიზნესი დაიწყო და ის უკვე დღეს წარმატებული ბიზნესის მფლობელია. მორისონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Tweet-ებით გაფორმებულ რეზინის სანდლებს ყიდის.
"ტრამპის Twitter-ის ანგარიშს რომ გადაავლოთ თვალი, იქ 40,000-ზე მეტ Tweet-ს იპოვით, მათ შორის კი, მრავალი ერთმანეთთან სრულიად შეუსაბამოა,"- ამბობს მორისონი Business Insider-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
სანდლები დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი Tweet-ებით არის გაფორმებული. მაგალითად ერთ-ერთში ტრამპი აშშ-ის საარჩევნო კოლეგიას (პრეზიდენტის არჩევის წესს) ამერიკული დემოკრატიისთვის დამანგრეველს უწოდებს, ხოლო მეორე Tweet-ში კი, მას გენიალურ სისტემად იხსენიებს.
სემ მორისონი თავდაპირველად ყველა სანდალზე წარწერას საკუთარი ხელით ამაგრებდა, თუმცა მას შემდგომ, რაც მისი უჩვეულო ბიზნესის შესახებ ისეთმა ცნობილმა გამოცემებმა დაწერეს, როგორიც The New York Times-ი, BBC და CNN-ია, მისი გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მორისონის თქმით, მისი სანდლები ამჟამად 47 შტატში იყიდება.
Tweet 1) "ელექტორალური კოლეგია არის დემოკრატიისთვის დამანგრეველი."
Tweet 2) "ელექტორალური კოლეგია არის გენიალური, რადგან ის ყველა შტატს, მათ შორის პატარა შტატებს არ ტოვებს თამაშს მიღმა."




























