მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანდრო მამუკელაშვილი ,,სან ანტონიო სპურსში'' გადავიდა

6405a79a1aeed
ირაკლი მოდებაძე
06.03.23 12:42
769

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი, სანდრო მამუკელაშვილი კარიერას NBA-ის გუნდ „სან-ანტონიო სპურსში“ აგრძელებს. მან ორი მატჩის გამართვაც მოასწრო და ჯამში 12 ქულა ჩააგდო.

გუნდის პოლიტიკიდან გამომდინარე, კონტრაქტის პირობები არ გასაჯაროებულა. თუმცა ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "სან ანტონიომ'' სანდრო მამუკელაშვილს ერთწლიანი $357 000-იანი კონტრაქტი გაუფორმა და ეს ხელფასი გარანტირებულია.

ერთწლიანი კონტრაქტი ეწოდება, მაგრამ, ბუნებრივია მისი ვადა სეზონის ბოლომდეა. მამუკელაშვილი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და იმ შემთხვევაში, თუ "სპურსს'' მისი გუნდში დატოვება მოესურვება, კონტრაქტი სეზონში 2.2 მილიონი დოლარიდან უნდა შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე სანდრო მამუკელაშვილი "მილოუკის ბაქსში'' თამაშობდა, რომლის რიგებშიც 2 სეზონში 65 მატჩის ჩატარება მოასწრო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები