მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სანელებლების ექსპორტი რეკორდულად $33.4 მილიონამდე გაიზარდა - სად ვყიდით პროდუქტს?

სანელებელი

საქართველოდან სანელებლების ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში საქართველომ სხვადასხვა ქვეყანაში 8 447 სუნელის გაყიდვით 33,4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ექსპორტის ღირებულება 171.7%-ით, მოცულობა კი 82.4%-ით გაიზარდა.

მაშინ როდესაც, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანამ 12,3 მლნ დოლარის ღირებულების 4,629 ტონა სანელებელი გაყიდა.

საქართველოსთვის მთავარ საექსპორტო ბაზარი ჩინეთია. 10 თვეში, ჩინეთის ბაზარზე 26,7 მლნ დოლარის 6,573 ტონა სანელებელი გავიდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლიურად ექსპორტის ღირებულება გაოთხმაგდა, ხოლო ექსპორტირებული საქონლის მოცულობა გასამმაგებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ჩინეთში სანელებლების ღირებულება გაიზარდა. შედარებისთვის, გასული წლის ამ პერიოდშიც ჩინეთი, სანელებლების მთავარი საექსპორტო ქვეყანა იყო და 2023 წლის 10 თვეში ამ მიმართულებით, საქართველოდან სულ 5 მილიონ 127 ათასი დოლარის ღირებულების 2 047 ტონა სანელებელი გაიყიდა.

აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანელებლების ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ჩინეთში გაყიდვების გააქტიურებით არის განპირობებული.

სანელებლების საექსპორტო ბაზრები / 2024 წლის 10 თვე:

  1. ჩინეთი - $26,6 მლნ (6,573 ტონა);
  2. რუსეთი - $ 4,5 მლნ (911 ტონა);
  3. თურქეთი - $538 ათასი (332 ტონა);
  4. უკრაინა - $532 ათასი (171 ტონა);
  5. ყაზახეთი - $287 ათასი (88 ტონა);
  6. სომხეთი - $147 ათასი (58 ტონა);
  7. უზბეკეთი - $143 ათასი (181 ტონა);
  8. ჰონ-კონგი - $113 ათასი (22 ტონა);
  9. აშშ - $79 ათასი (5 ტონა);
  10. ტაილანდი - $68 ათასი (22 ტონა).

იმპორტის მაჩვენებელი ექსპორტს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. წლის პირველ 10 თვეში საქართველომ 5 მილიონი დოლარის ღირებულების 3 195 ტონა სანელებელი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტს აღემატება [2023 წლის 10 თვე - $1.2 მლნ, 569 ტონა]. საქართველო ამ საქონელს ძირითადად თურქეთიდან [$3.3 მლნ, 2 372 ტონა] ყიდულობს, თუმცა იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ვხდებით ასევე ლიბანს, ნიდერლანდებს, სირიას, ინდოეთს, ეგვიპტეს, ჩინეთს და ბულგარეთს მცირე მოცულობებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები