პორტუგალიური სპორტული გამოცემა Finance Football Research ევრო 2024-ზე მოასპარეზე მწვრთნელების წლიურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით მონაცემებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ყველაზე დაბალი ანაზღაურება საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს აქვს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი წელიწადში 200 ათას ევროს იღებს. სანიოლიზე მცირედით მეტს გამოიმუშავებს რუმინეთის თავკაცი ედვარდ ოირდანესკუ (240 ათასი ევრო) და ჩეხეთის მწვრთნელი ივან ჰაშეკი (250 ათასი ევრო), ხოლო ყველაზე დიდი წლიური შემოსავალი ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის დამრიგებელ გარეტ საუთგეიტს ექნება, რომლის ხელფასიც წელიწადში 5,8 მილიონი ევროთი განისაზღვრა.
24 ქვეყნის ნაკრების მწვრთნელის ანაზღაურება ასე ნაწილდება:
1. გარეტ საუთგეიტი (ინგლისი) - €5.8 მლნ
2. იულიან ნაგელსმანი (გერმანია) - €4.8 მლნ
3. რობერტო მარტინესი (პორტუგალია) - €4 მლნ
4. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) - €3.8 მლნ
5. ლუი ვან გაალი (ნიდერლანდები) - €3 მლნ
6. ლუჩანო სპალეტი (იტალია) - €3 მლნ
7. ვინჩენცო მონტელა (თურქეთი) - €1.8 მლნ
8. მურატ იაკინი (შვეიცარია) - €1.6 მლნ
9. რალფ რანგნიკი (ავსტრია) - €1.5 მლნ
10. დომენიკო ტედესკო (ბელგია) - €1.5 მლნ
11. ზლატკო დალიჩი (ხორვატია) - €1.5 მლნ
12. დრაგან სტოიკოვიჩი (სერბეთი) - €1.4 მლნ
13. ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი) - €1.250 მლნ
14. სერგეი რებროვი (უკრაინა) - €1.250 მლნ
15. კასპერ ჰიულმანი (დანია) - €1.150 მლნ
16. სილვინიო (ალბანეთი) - €750 ათასი
17. მიჩელ პრობერჟი (პოლონეთი) - €560 ათასი
18. სტივ კლარკი (შოტლანდია) - €550 ათასი
19. ფრანჩესკო კალცონა (სლოვაკეთი) - €540 ათასი
20. მარკო როსი (უნგრეთი) - €300 ათასი
21. მატიაჟ კეკი (სლოვენია) - €300 ათასი
22. ივან ჰაშეკი (ჩეხეთი) - €250 ათასი
23. ედვარდ იორდანესკუ (რუმინეთი) - €240 ათასი
24. ვილი სანიოლი (საქართველო) - €200 ათასი
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი ეყოლება.