დროებით სანოტარო ბიუროებთან უსაფრთხოებასა და წესრიგს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიცია დაიცავს. აღსრულების პოლიცია ზედამხედველობას გაუწევს მოქალაქეთა მხრიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, უწყებათაშორისი საბჭოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებას, რომელთა მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. შესაბამისი ეკიპირებით აღჭურვილი პოლიციელები გააკონტროლებენ მოქალაქეებს შორის დისტანციის დაცვას, აგრეთვე, მათი მხრიდან თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებას.