მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანოტარო მოქმედებების შესრულებისთვის საფასურის ოდენობები იცვლება

5e12d9903e8fc
ინგა მურუსიძე
06.01.20 11:10
1431
სანოტარო მოქმედებების შესრულებისთვის საზღაურის წესები და ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობები იცვლება.

კერძოდ, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული პრემიერის დადგენილების თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე საზღაურის გადახდისგან თავისუფლდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში და მიზნებისათვის განსახორციელებელი შემდეგი სანოტარო მოქმედებები: ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო შეთანხმების გაფორმება მედიაციის განხორციელების თაობაზე; სანოტარო მედიაციის პროცესი; მორიგების აქტი; მედიატორის ოქმზე მხარეებისა და მედიატორის ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება; სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ გეოგრაფიულ არეალებში მდებარე უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა“.

ამასთან, დადგენილების თანახმად, ელექტრონულ სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის (გარდა დოკუმენტის ასლის დედანთან სისწორის დამოწმების რეგისტრაციისა) საფასურია 2.0 ლარი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით). 2022 წლის 1 იანვრამდე საფასურის გადახდისგან თავისუფლდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში და მიზნებისათვის განსახორციელებელი ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედებების რეგისტრაცია“.

დადგენილება  2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები