მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების შესარულების კუთხით მთავრობისა და ბიზნესის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია - "ჯეოქეისი"

64bd2cd501f05
სალომე ხიდურელი
23.07.23 21:12
538
ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ეკონომიკური საკითხების მკვლევარი გურამ ბააკაშვილი „ანალიტიკაში“ აშშ-ს მიერ ყირგიზეთისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით საქართველოს მიმართ მსგავსი საფრთხე არ არსებობს. 

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს აქვს იმის შესძლბელობა, რომ უფრო პროაქტიულად ჩაერთოს პროცესსში და მოახდინოს იდენტიფიცირება იმ პროდუქციის, რისი აკრალვაც ევროკავშირისთვის მნიშნელოვანია და რუსეთში არ უნდა მოხვდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ ევროპას დაანახოს, რომ ბიზნესი და ეკონომიკა არ არის საქართველოში ყველაფრის ამოსავალი.

საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნესის მხრიდან მკაფიო მესიჯები უნდა იყოს. დიახ, ეკონომიკა იზრდება, გვაქვს გარკვეული ციფრები, რაც ამას აჩვენებს, თუმცა მეორე მხრივ ბიზნესსმა უნდა წარმოიდგინოს, რამდენად დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ამიტომ, ამ პროცესში ორივე მხარის ჩათულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - ამბობს ბააკაშვილი.

მისივე თქმით, ყირგიზეთისთვის სანქციების დაწესება მათ პირდაპირ სავაჭრო კავშირთანაა დაკავშირებული და ის, რომ საქართველოდან ავტო-ექსპორტის წილი ყირგიზეთში ყველაზე მაღალია, ქვეყანაში სანქციების წინაპირობა ვერ გახდება.

„ყირგიზეთი პირველი ქვეყანაა აზიაში, რომელიც შესაძლოა, აშშ-მ დაასანქციროს. აქედან პირდაპირ შედიოდა რუსეთში ისეთი პროდუქცია, რაც აკრძალულ კატეგორიაში შედიოდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ევროკავშირის მხრიდან უკვე განისაზღვრა კონკრეტული რაოდენობის პროდუქცია, რომელის ექსპორტზეც ქვეყანამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს და აღნიშნულ ჭრილში ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია.

იმაზე, რომ ყირგიზეთში საქართველოდან ავტოექსპორტის წილი გაზრდილია, ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე რეგულაცია ამით ირღვევა ან ჩვენგან გასული პროდუქცია რუსეთში შედის. შესაბამისად ეს ყველაფერი მესამე ქვეყანაში ხდება და საქართველოს ამის კონტროლის მექანიზმი არ გააჩნია“, - აცხადებს ბააკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები