სანქტ-პეტერბურგში მდებარე სახელმწიფო პენიტენციური დაწესებულება, სახელწოდებით “Кресты”, ანუ ქართულად “ჯვრები” — გაიყიდა. ციხის ახალი მფლობელი სამშენებლო კომპანია КВС-ი გახდა, რომელმაც ისტორიულ შენობაში $12.9 მილიონი გადაიხადა.
როგორც კომპანიაში ამბობენ, ციხეს რესტავრაცია ჩაუტარდება, რომლის შედეგად სანქტ-პეტერბურგში მდებარე ეს სივრცე წარსულს და აწმყოს ახლებურად გააერთიანებს. ციხეში კომპანია მუზეუმის, სასტუმრო კომპლექსის, რესტორნების, გალერეების და რამდენიმე საჯარო სივრცის გახსნას გეგმავს.
“ჯვრები” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული ციხეა, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ 1892 წელს დასრულდა. ეს სახელი ციხისთვის ტყუილად არ შეურჩევიათ, რადგან ის ორი კორპუსისგან შედგება, რომელთა ფორმა — ჯვარს მოგვაგონებს. სხვადასხვა დროს, ამ ციხეში დროს ატარებდნენ, როგორც ისტორიკოსი ლევ გუმილიოვი, ასევე რევოლუციონერი ლევ ტროცკი და პოეტი იოსიფ ბროდსკი. პენიტენციური დაწესებულება “ჯვრების” ტერიტორიაზე 2022 წლამდე მოქმედებდა.