უფრო ფართო სანქციების დაწესებისას მნიშვნელოვანია მეტი თანამოაზრე ქვეყნების პოვნა - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა.
ბუდრისი ამბობს, რომ საქართველომ არ შეასრულა დანაპირები და არ ჩაატარა სამართლიანი და თვისუფალი არჩევნები.
„ეს არ ეხება ქვეყნის შიდა პოლიტიკას ან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას. საუბარია საქართველოს დაპირებაზე, რომელიც ერთი წლის წინ დადეს და არ შეასრულეს, რომ ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რაც მათთვის ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის განხორციელების პირობაა. ეს მხოლოდ იმას ეხება, რომ საქართველო არღვევს დანაპირებს და არა იმას, რომ ჩვენ ვცდილობთ, წარვმართოთ შიდა პოლიტიკური პროცესები“, – განუცხადა ბუდურისმა ჟურნალისტებს.
კიასტუსის ბუდრისმა უპასუხა შეკითხვას პარტია „ნემუნო აუშრას“ (ნემანის განთიადი) ლიდერის, რემიგიუს ზემაიტაიტის კომენტართან დაკავშირებით, რომლის თქმითაც ლიეტუვა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ უნდა ერეოდეს.
„ეს ეხება მხოლოდ იმას, რომ [საქართველო არღვევს დანაპირებს] და არა იმას, რომ ჩვენ ვცდილობთ შიდა პოლიტიკური პროცესები წავმართოთ“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.