პრემიერი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ სანქციები არასერიოზულია და მისთვის და მისი ხელისუფლებისთვის სანქციების თემა საინტერესო არ არის.
"თუ ვინმესთვის შეიძლება იყოს საინტერესო ეს სანქციების, ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმესთვის შეიძლება პრაქტიკული კუთხით იყოს ეს აქტუალური ფინანსური კუთხით ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის ორ წელიწად-ნახევარია დე ფაქტო სანქცირებულია, მაგრამ ესეც ვერ აიძულებს გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯები. შესაბამისად, ამ ფორმალური სანქციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დააშანტაჟებენ. სხვა, მიმართულებითაც აქტუალური არ არის ეს შანტაჟი", - განაცხადა პრემიერმა.
ღირსების საქმეა მხოლოდ, ფინანსური კუთხით საინტერესო არ არის - ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის შემხვედრ კითხვას მაშინ, რატომ იყო ასეთი მძაფრი რეაგირება ბიძინა ივანიშვილის დე ფაქტო სანქცირებასა და 2 მილიარდზე, რაზეც ხელისუფლება რამდენიმე თვეა საუბრობს.