რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და "ერთიანი რუსეთის" ლიდერმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ დასავლური კომპანიების რუსული ბაზრიდან გასვლა მათი ნებით მოხდა და ის მათ უკან დაბრუნებას არ ელოდება. მისი თქმით, დასავლეთის სასანქციო რეჟიმმა ხელი შეუწყო ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ახალი ინდუსტრიების შექმნას.
მედვედევმა აღნიშნა, რომ ბევრი ნიშა და ინდუსტრია უკვე სრულად დაკავებულია რუსული კომპანიების მიერ, რომლებიც წარმატებით ფუნქციონირებენ და მათთან კონკურენციის გაწევა დასავლურ კომპანიებს ძალიან გაუჭირდებათ.
მედვედევმა დასძინა, რომ ზოგიერთი დასავლური კომპანიის დაბრუნება შეიძლება ზიანის მომტანიც კი იქნეს ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, ამიტომ საჭიროა მთავრობის მხრიდან პროტექციონისტული ზომების განხილვა. მან აღნიშნა, რომ არ წუხს დასავლური კომპანიის არდაბრუნებაზე და ფიქრობს, რომ მათ გარეშე რუსეთში ცხოვრება უკეთესია.
მედვედევის თქმით, სანქციები სრულადაც რომ გაუქმდეს, ბევრი დასავლური კომპანია მაინც არ დაბრუნდება რუსეთის ბაზარზე, რადგან ისინი ადგილობრივ მწარმოებლებს კონკურენციას ფიზიკურად ვერ გაუწევენ.




























