მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სანქციების წესის სრულყოფა რომელიმე პიროვნებაზე არასდროს ყოფილა მორგებული - თურნავა

თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფინანსურ სტაბილურობასა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ემსახურება.

ასე უპასუხა თურნავამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც რუსეთთან კავშირის გამო აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძეს შეეხებოდა. ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, 2023 წლის სექტემბერში ეროვნულმა მისი აღსრულების წესი შეცვალა.

ჟურნალისტი დაინტერესდა ამ გადასახედიდან როგორ აფასებს თურნავა აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

"სანქციებთან და მათი შესრულების წესთან დაკავშირებით ადრეც ვამბობდით და ახლაც გავიმეორებ: ამ წესის სრულყოფა არასოდეს ყოფილა მორგებული კონკრეტულ პიროვნებაზე.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ჩვენი საფინანსო სისტემა ყველაფერს აკეთებს ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათ შორის სანქციების აღსრულების კუთხითაც. თუმცა ეს ცოცხალი პროცესია, რის გამოც რეგულაციები პერიოდულად იხვეწება. თქვენ მიერ ნახსენები ცვლილება მიზნად ისახავდა ჩვენი ნორმატიული აქტების სრულ შესაბამისობაში მოყვანას ქართულ კანონმდებლობასთან.

ჩვენი განკარგულება უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას. ამ თვალსაზრისით სანქციების არიდების არცერთი შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ამ პროცესს ჩვენც და საფინანსო სისტემაც მკაცრად ვაკონტროლებთ. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნის მიერ დაწესებული სანქცია საქართველოში არსებულ სუბიექტს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ქართული კანონმდებლობის აღსრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს სწორედ ეს ფაქტია ასახული ჩვენს რეგულაციაში", - აცხადებს თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები