2024 წლის გაზაფხულზე, საოჯახო სასტუმრო „უშბა“ ახალ სასტუმროს ხსნის. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი, თეა ჟორჟოლიანი BM.GE-სთან აცხადებს, სასტუმრო ყველა სტანდარტის დაცვით შენდება და ენერგოეფექტური იქნება, რომელიც მინიმუმ 3 ვარსკვლავს დააკმაყოფილებს.
"სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" გრანტი მოვიპოვეთ და ასევე ბანკის სესხი ავიღეთ, რათა მშენებლობა დაგვეწყო. ამ ეტაპზე, მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს და მომავალ წელს, გაზაფხულზე უკვე მზად იქნება, რომ დამსვენებლებს უმასპინძლოს.
სასტუმრო 31 ნომრისგან იქნება შემდგარი და დაახლოებით 62 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. მასში განთავსების ღირებულება ერთი ღამე, კვებით 160 ლარი, ხოლო კვების გარეშე 120 ლარი იქნება. რაც შეეხება ინვესტიციას, 5 მილიონი ლარია,“- აცხადებს ჟორჟოლიანი.
გარდა ამისა, სასტუმრო სოფლის მეურნეობის მიმართულებით განვითარებას და მიკრო ფერმის გაკეთებასაც აპირებს, ვინაიდან, პროდუქციის მოძიება რეგიონში გამოწვევაა.