მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ფერმერებს ირიგაცია სრულად დაუფინანსდებათ

მელიორაცია

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ფერმერებს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ 2025 წლის არსებული დავალიანება ჩამოეწერება და 2026 წელს გაწეული მომსახურების საფასურს სრულად დაასუბსიდირებს.

„ოკუპირებულ ტერიტორიებთან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს. სწორედ ამიტომ ამ სოფლებში რეგისტრირებულ წყალმომხმარებლებს 2026 წელს გაწეული მომსახურების საფასურს სახელმწიფო სრულად დაუსუბსიდირებს. ამასთან, ჩამოეწერებათ „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანებაც“, - აცხადებს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი.

გასულ კვირაში მთავრობამ საირიგაციო წყლის მიწოდების სუბსიდირების სქემა დაამტკიცა. ახალი ტარიფებით 1 მორწყვის საფასური გაუმრიცხველიანებელი ფერმერებისთვის 116,5 ლარამდე ძვირდება, მაშინ როცა აქამდე ფერმერებს ამ მომსახურებაში წლიურად მხოლოდ 75 ლარის გადახდა უწევდათ. დასავლეთ საქართველოში კი ტარიფი უფრო ნაკლები 45 ლარი იყო.

დადგენილებით, ტარიფი განისაზღვრა სხვადასხვა კულტურებზე, მაგალითად ერთწლიანი კულტურების 1 მორწყვა 116.5 ლარი იქნება (დღგ ჩათვლით), მრავალწლიანი კულტურების მორწყვის ფასი კი 1 ჰა ტერიტორიაზე 102 ლარი. ახალი ტარიფების დადგენის ფონზე კი, მთავრობა ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენებას ნაწილობრივ დაუსუბსიდირებს. კერძოდ, ახალი წესით მთავრობა სეზონზე სამ მორწყვას დაასუბსიდირებს, დანარჩენი თანხის გადახდა თავად ფერმერებს მოუწევთ.

ვრცლად ამ თემაზე: ირიგაციის ტარიფი გაძვირდა - რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სარწყავი წყლის გადასახადს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები