საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის, თურქმენეთისა და ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
„საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს შედიან: კახა კახიშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე; დავით მათიკაშვილი, თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ირაკლი მეზურნიშვილი, უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ბაია კვიციანი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ანტონ ობოლაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი; სოზარ სუბარი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
ვიზიტი 13 აპრილს დასრულდება“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.