მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს

6407742ca13ba
BM.GE
07.03.23 21:28
620
საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს. ოპოზიციის ნაწილმა შეძლო შალვა პაპუაშვილის კაბინეტთან მოხვედრა, თუმცა ისინი ამბობენ, რომ პაპუაშვილის პოზიცია ვერ მოისმინეს. 

"პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობა იქნება, თუ პარლამენტთან შეკრებილ ხალხს რამეს დამართავენ", - თქვა "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა. 

თავის მხრივ, ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შალვა პაპუაშვილი თავის კაბინეტშია გამოკეტილი.

"პაპუაშვილი ვირთხა, ქვეყნის გამყიდველი არის შეყუჟული თავის კაბინეტში და იქიდან ვერ გამოდის. ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს ხალხი ქუჩაში მართლა ვერ გაოდიოდეს. რადგან ესენი არიან ქვეყნის გამყიდველები", - თქვა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტმა გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები