მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საპარტნიორო ფონდის“ მოგებამ ₾134 მილიონზე მეტი შეადგინა - KPMG

63d188045f30d
BM.GE
25.01.23 23:55
924
საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, ე.წ „დიდი ოთხეულის“ წევრმა KPMG-მ „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური აუდიტი დაასრულა, რომლის მიხედვით, ფონდის წმინდა მოგებამ 2021 წელს 134.9 მილიონი ლარი შეადგინა.

„საპარტნიორო ფონდის“ 2021 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ფონდის ყველა ძირითადი ფინანსური მაჩვენებელი პოზიტიურია. ფონდის შემოსავლები 13%-ით გაიზარდა და 1.6 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური ვალდებულებები 247.9 მილიონი ლარით შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-იან კლებას შეადგენს. ამასთანავე, 448.4 მილიონი ლარით არის შემცირებული წმინდა ფინანსური ხარჯები.

აღსანიშნავია, რომ აუდიტორული დასკვნის თანახმად, „საპარტნიორო ფონდის“ მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ, სახელმწიფო შვილობილი კომპანიების გარდა, 1.2 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები