მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპარტნიორო ფონდი" ლოგოს ესკიზის შექმნაზე კონკურსს აცხადებს

64c39f823a7d1
BM.GE
28.07.23 14:55
382
„საპარტნიორო ფონდი“ ახალი ლოგოს ესკიზის შემუშავებაზე კონკურსს აცხადებს. გავრცელებულ განცხადებაში ფონდი დეტალურად აღწერს იმ მახასიათებლებს, რასაც ლოგო უნდა შეიცავდეს.

1. ლოგო უნდა ასახავდეს ფონდის საქმიანობის სპეციფიკას. მარტივად უნდა იყოს შესაძლებელი მისი განთავსება ფონდის ორგანიზაციის ნებისმიერ პოლიგრაფიულ თუ ბრენდულ პროდუქციაზე (ბეჭდვითი მასალა, ბანერი, სავიზიტო ბარათი, სატიტულო ბლანკი, ვებ-გვერდი, კალამი, მაისური და ა.შ.).

2. ლოგო უნდა იყოს მარტივად გამოსაყენებელი, დასამუშავებელი და მარტივად უნდა შეიძლებოდეს ზომის ცვლილება.
ლოგო უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, როგორც მცირე, ასევე, ფართო მასშტაბით.

3. ლოგო უნდა იყოს მარტივი და არ წარმოადგენდეს რთულ კომბინაციებს, ადვილად აღქმადი, დასამახსოვრებელი, პოზიტიური და იწვევდეს საინვესტიციო საქმიანობის განმახორციელებელი მასშტაბური, სოლიდური, ძლიერი საწარმოს ასოციაციას.

4. ლოგო უნდა შესრულდეს, როგორც ფერად, ასევე - თეთრ ზედაპირზე აღქმად ფერებში.

ლოგო უნდა მოიცავდეს ფონდის სახელწოდების ქართულ და ინგლისურ ვერსიებს (ქართ: საქართველოს განვითარების ფონდი, ინგლ: Development Fund of Georgia (DFG)), მის კონფიგურაციას და გამოყენებულ შრიფტს/ზომას.

6. კონკურსანტმა ნამუშევრის აღქმადობის გაზრდის მიზნით, ზემოთ მოთხოვნილ ელექტრონულ მასალებთან ერთად, შესაძლებელია დამატებით წარმოადგინოს ლოგოს რელიეფური/სივრცითი ესკიზი. კონკურსანტი თავისუფალია სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ ლოგოს ესკიზის კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში.

7. ესკიზური ნამუშევრის მომზადებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოება: ესკიზური ნამუშევარი კომპოზიციური თვალსაზრისით უნდა პასუხობდეს საკონსკურსო პირობებს.

8. შესაძლებელია ნებისმიერი სიმბოლოს გამოყენება (გარდა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული სიმბოლიკებისა).

კონკურსში გამარჯვებული ესკიზის ავტორს 3 ათასი ლარი გადაეცემა.

ვრცლად კონკურსის პირობების შესახებ ნახეთ აქ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები