მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს განვითარების ფონდს" ახალი ლოგო აქვს

საქართველოს განვითარების ფონდი

საქართველოს განვითარების ფონდს, რომელიც ყოფილი საპარტნიორო ფონდია, ახალი ლოგო აქვს. ლოგოს შესარჩევ დიზაინზე კონკურსი 28 ივლისს გამოცხადდა და მისი საპრიზო ფონდი 3,000 ლარი იყო.

BM.GE-ს საქართველოს განვითარების ფონდში უთხრეს, რომ მიღებული განცხადებები განიხილეს თუმცა ჩათვალეს რომ ორგანიზაციას არცერთი მათგანი არ შეესაბამებოდა, რის შემდეგაც ახალი ლოგოს დიზაინი შიდა რესურსით შექმნეს. 

2023 წლის 10 სექტემბრიდან ძალაში შევიდა "საქართველოს საპარტნიორო ფონდის" შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რის შედეგადაც ორგანიზაცია საქმიანობას ხალი წესდებით, ახალი სტრუქტურით, განახლებული მენეჯმენტითა და ახალი სახელწოდებით - „საქართველოს განვითარების ფონდი“ განაგრძობს .

შეიცვალა "საქართველოს განვითარების ფონდის" გენერალური დირექტორიც. სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით, ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ბესიკ ბუგიანიშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებსაც შეასრულებს. ბესიკ ბუგიანიშვილი ამ დრომდე „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ დირექტორის პოზიციას იკავებდა. 

რეფორმირებული ფონდის სამეთვალყურეო საბჭო უკვე დატოვეს პრემიერმა და მისმა მინისტრებმა (ლევან დავითაშვილი, ლაშა ხუციშვილი,  ოთარ შამუგია და ირაკლი ქარსელაძე) და ახალი საბჭო დაკომპლექტდა, რომელსაც 4 წევრი ჰყავს. საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა დავით საგანელიძემ. საბჭოს წევრები არიან: მერაბ კაკულია, ავთანდილ სილაგაძე და ნანა ადეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები