მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპარტნიორო ფონდმა" სომხეთს ქართული წარმოების 4 000 პირბადე გაუგზავნა

5ed13a9740a80
BM.GE
29.05.20 20:56
1130
„საპარტნიორო ფონდმა“ საქართველოში, მისი მხარდაჭერით შექმნილი სამედიცინო პირბადეების საწარმოს პირველი პროდუქცია - Faceguard-ი, მრავალწლიანი თამაშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად, სომხეთის პრეზიდენტს, ჯანდაცვის მინისტრს, ასევე, სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას "საპარტნიორო ფონდი" ავრცელებს.

სომხეთისთვის საქართველოში წარმოებული უმაღლესი ხარისხის დამცავშრიანი 4000 ცალი სამედიცინო პირბადის გადაცემა სომხეთში საქართველოს ელჩის დახმარებით განხორციელდა.

სომხური მხარის განცხადებით, მსოფლიო პანდემიასთან კომპლექსური ბრძოლის ფარგლებში, ქართველი პარტნიორებისგან ეს ნაბიჯი დასაფასებელია და ისინი განსაკუთრებულ მადლობას თანადგომისთვის „საპარტნიორო ფონდს“ უხდიან. სომხეთის სახელმწიფო ინტერესების ფონდმა, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ ანალოგიურ სტრუქტურას წარმოადგენს სომხეთში, საქართველოდან გაგზავნილი დამცავშრიანი პირბადეები შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს დაურიგა.

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსმა“ პროდუქციის - Faceguard-ის გამოშვება მიმდინარე კვირაში დაიწყო. ქარხანა, რომლის ანალოგი რეგიონში არ არსებობს, აწარმოებს პირბადეებს ე.წ. „Melt blown“ უმაღლესი ხარისხის ნედლეულით, რომელიც 99%-იან დაცვას უზრუნველჰყოფს.

საწარმოს წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი, ასევე - საექსპორტო ბაზრებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები