მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპატრიარქოს მგალობელთა გუნდს სსიპ-ის სტატუსი მიენიჭება

635f7c2a9e4a3
ინგა მურუსიძე
31.10.22 11:40
898
კულტურის სამინისტროში ახალი სსიპ-ი იქმნება. როგორც კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრთა კაბიონეტის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით არსებულ საპატრიარქოს გუნდს სსიპ-ის სტატუსი მიენიჭება.

„გუნდმა ვატიკანში, ისტორიული კონცერტი გაიმართა, სიქსტის კაპელაში, მათ მიენიჭებათ სახელმწიფოს სტატუსი. 1-ელი დეკემბრიდან ეს გუნდი საქმიანობას განაგრძობს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით და მისი სახელწოდება იქნება საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი“, - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, 26 ივნისს სიქსტის კაპელაში, კონცერტი გამართა 40 მომღერალ-მგალობლისგან შემდგარმა გუნდმა, სამების საკათედრო ტაძრის გუნდიდან, მთელი შემადგენლობით, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები