მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპატრიარქოს სამტრედიაში სახელმწიფო ქონება სარგებლობაში 99 წლით გადაეცემა

განცხადევა

მთავრობა, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამტრედიაში მიწის ნაკვეთს 99 წლის ვადით, უსასყიდლოდ გადასცემს.

მთავრობის 909-ე განკარგულების მიხედვით, საპატრიარქო სოფელ გომში მდებარე 4 619 კვ.მ-ის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს უზურფრუქტის უფლებით გადასცემს.

უზუფრუქტი - სხვისი ქონებითა და მისი შემოსავლით იმ პირობით სარგებლობისა უფლება, თუ ამ ქონებას არაფერი დააკლდება; პირი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, თუმცა მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არ აქვს ამ ნივთის გასხვისების, დაგირავების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები