მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების მოცულობამ 5 მილიარდ 800 მილიონ ლარს გადააჭარბა, საიდანაც ყველაზე დიდი მოცულობის საინვესტიციო პორტფელი კვლავ კონსერვატიულია. ოქტომბრის მდგომარეობით, დაბალრისკიანი პორტფელის მოცულობა ხუთი მლრდ 700 მილიონი ლარის ფარგლებშია. ყველაზე მცირე მოცულობის პორტფელად კი ამ დრომდე მაღალრისკიანი ანუ დინამიკური პორტფელი რჩება. მართალია, ერთწლიან ჭრილში რეალური ამონაგების მხრივ კვლავ დინამიკური პორტფელი ლიდერობს, თუმცა ოქტომბერში გლობალურ ბაზრებზე დაფიქსირებულმა ნეგატიურმა ტენდენციამ გავლენა საპენსიო დანაზოგების სარგებელზეც იქონია. როგორ მომგებიანობას აჩვენებს სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელები და სადაა დაბანდებული ჩვენი საპენსიო დანაზოგები?