მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდმა საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებულ ევრობონდში $20 მილიონი დააბანდა

საპენსიო ფონდი

საქართველოს საპენსიო ფონდმა 2026 წლის იანვარში მთავრობის მიერ გამოშვებულ $500 მილიონიან ობლიგაციაში $20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა - ამის შესახებ ფონდის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშში არის აღნიშნული.

ახალი ფასიანი ქაღალდის საპროცენტო განაკვეთი 5.12%-ია, მისი ვადიანობა კი 5 წელს შეადგენს.

საპენსიო ფონდი ფლობდა მთავრობის მიერ გამოშვებულ წინა ევროობლიგაციასაც, თუმცა მისი მოცულობა 9.9 მილიონ დოლარს შეადგენდა, შესაბამისად ფონდმა საქართველოს სახელმწიფო ევრობონდში ინვესტიცია ორჯერ გაზარდა.

საქართველოს მთავრობამ 2021 წელს გამოშვებული $500-მილიონიანი ევროობლიგაციის რეფინანსირება 23 იანვარს მოახდინა.

საქართველოს წინა სახელმწიფო ევროობლიგაცია რომელიც 2021 წელს იქნა გამოშვებული 2.75%-ის კუპონის განაკვეთს ატარებდა. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში თავად აშშ დოლარის რესურსის ღირებულება 0.4% იყო, მაშინ როდესაც 2026 წლის იანვრის მდგომარეობით აშშ-ის 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციის განაკვეთი 3.82%-ს შეადგენს. შესაბამისად სპრედი - ანუ რისკის სხვაობა რომელიც ინვესტორებმა საქართველოს სახელმწიფო ვალს დააკისრეს 2021 წელთან შედარებით შემცირებულია (2021 წელს სპრედი, ანუ სხვაობა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციის განაკვეთთან 2.35% იყო; 2026 წელს 1.3%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები