მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდში 4 მილიარდია მობილიზებული - როდის დაბრუნდება დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელში?

დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებები 3 იანვრიდან ამოქმედდება. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 3 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად პორტფელების განაწილების პროცესი ამოქმედდება. კერძოდ, 3 იანვრიდან ყველა ის პირი, ვისაც 2023 წლის 6 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე არ მიუღია გადაწყვეტილება, კვლავ დაბრუნდება კონსერვატიულ ანუ ნაკლებადრისკიან პორტფელში. აღნიშნული ცვლილების შემდეგ, სქემის ყველა მონაწილეს ექნება საინვესტიციო პორტფელის ყოველ 12 თვეში ერთხელ შეცვლის უფლება. საპენსიო დანაზოგებმა ამ ეტაპზე უკვე 4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამ დროისათვის ფონდში 4 მილიარდ 76 მლნ ლარზე მეტია აკუმულირებული, რომელიც ამჟამად, სამი ტიპის პორტფელში გადანაწილებული - ნაკლებრისკიანში, საშუალო და მაღალრისკიან ანუ დინამიურ პორტფელში - რა გეგმა აქვს მომდევნო წლებში საპენსიო სააგენტოს, სად იქნება დაბანდებული ჩვენი დანაზოგები და ამ ვითარებაში რამდენად არის შესაძლებელი საპენსიო ფონდის მთავარი მიზნის მიღწევა, რომ საპენსიო ასაკში ღირსეული პენსია მივიღოთ?

სტუმარი: გოგა მელიქიძე - „საპენსიო სააგენტოს“ უფროსი საინვესტიციო ოფიცერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები