მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტომ ბიზნესთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

646b6564ad64d
შოთა ტყეშელაშვილი
22.05.23 17:05
364
საპენსიო სააგენტოს ორგანიზებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ და სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ ბიზნესს საკანონმდებლო ცვლილებები და სააგენტოს სერვისების გაციფრულების პროცესი გააცნეს.

“ყურადღება გაამახვილა ბიზნეს სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე, თანამშრომელთა ინფორმირებასა, პირად გვერდზე წვდომის სარგებლობასა და ორგანიზაციების მხრიდან დეკლარირების პროცესებზე. გიორგი დანელია ასევე შეეხო მოქალაქეთა ინფორმირების აუცილებლობას, ამ მხრივ, სამომავლოდ დაგეგმილი კამპანიების და საინფორმაციო შეხვედრების აუცილებლობას.

უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა ვრცელი და დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. ესაუბრა, საინვესტიციო მანდატზე, საინვესტიციო მოთხოვნებზე, საქმიანობაზე, განხორციელებულ ინვესტიციებზე და საინვესტიციო გეგმებზე. ასევე, მან ისაუბრა ნაკლებადრისკიან, საშუალო და მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელებზე, რომლებიც საპენსიო სააგენტოში უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პერიოდში, საპენსიო სააგენტომ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები განახორციელა ეკონომიკურ ექსპერტებთან, ბიზნეს სექტორის წარმონადგენლებთან, შემდგომში, კი იგეგმება მსგავსი შეხვედრები ადგილობრივ და რეგიონალურ მედიასთან ასევე სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან,”- ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპენსიო სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, ამჟამად საპენსიო ფონდის მთლიანი ზომა 3.4 მილიარდ ლარს შეადგენს. ამ თანხის 81% ლარში, 19% კი უცხოური ვალუტის აქტივებში არის განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები