საპენსიო სააგენტომ 560 მლნ ლარი მაღალრეიტინგულ ქართული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განვათავსა- ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გუშინ ბიემჯის ანალიტიკოსმა შოთა ტყეშელაშვილმა საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკაში აღმოჩინა, რომ საპენსიო სააგენტოს მიერ მათთან განთავსებული თანხა ერთ დღეში 236 მილიონი ლარით შემცირდა, ბურნებივია ჩვენ გუშინვე მივმართეთ, საპენსიო სააგენტოს კითხვით, თუ სად წავიდა ეს თანხა, რამდენიმე საათში კი მოგვივიდა წერილობითი პასუხი, რომლის მიხედვითაც, გავიგეთ, რომ სააგენტოს ფონდში არსებული თანხის ინვესტირება დაუწყია. სწორედ ამ ამბის შემდეგ გახდა ასევე ცნობილი, რომ საქართველოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრი დავით წიკლაური, ამავე საბჭოს გადაწყვეტილებით, დროებით, ერთი თვის ვადით საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.


































