მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა იცვლება - რა რისკებს შეიცავს კანონში შესული ცვლილებები;

საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ივნისში შესული ცვლილებით, საპენსიო ფონდში ნაცვლად დღეს არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა, ერთიანი მმართველობითი საბჭო იქმნება, რომლის წევრებიც კონკურსის საფუძველზე პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს. ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრების შერჩევის უფლებამოსილების მთავრობაზე გადასვლა საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებლობას შეამცირებს. ამასთან, მათი თქმით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, იზრდება რისკი, რომ მოსახლეობის საპენსიო დანაზოგები სხვადასხვა სახელმწიფო პროექტის დასაფინანსებლად მიიმართოს. რა იცვლება საპენსიო ფონდის მმართველობით სტრუქტურაში და რა რისკები ჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები