მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს მიერ საპენსიო შენატანების კონტროლი

6447ae72da905
BM.GE
25.04.23 14:44
1022
გასული ორი კვირის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ ვებ გვერდზე კომპანიებმა აქტიურად მიიღეს გაფრთხილების წერილები გარკვეული შეუსაბამობების შესახებ, რომელიც გამოვლენილია საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელებული საპენსიო შენატანების და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციებში წარდგელ მონაცემებთან შედარებისას. როგორც ჩანს საპენსიო სააგენტოს მხრიდან დაიწყო კონტროლი, რამდენად სწორად ასრულებენ დამსაქმებლები საპენსიო სააგენტოს მიმართ კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს.

საწყის ეტაპზე საპენსიო სააგენტო შემოიფარგლა მხოლოდ გაფრთხილების წერილებით და დამსაქმებლებს საშუალება მისცა აღმოფხვრან ხარვეზები, სადაც ასევე აფრთხილებს დამსაქმებლებს, რომ უფლებამოსილია სამართალდარღვევებზე გამოიყენოს ჯარიმები.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საპენსიო სააგენტომ დაიწყო სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო თანხების შეგროვება და ადმინისტრირება. საპენსიო შენატანის გადახდა ევალება ყველა დასაქმებულს და მის სასარგებლოდ ყველა დამსაქმებელს და სახელმწიფოს. საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულოა და ის ეხება რეზიდენტ მოქალაქეებს, ასევე საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოსალაქეებსაც. ხოლო თვითდასაქმებულებისთვის სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია, ისინი თვითონ წყვეტენ ისარგებლონ თუ არა მიმდინარე სქემით.

დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია საპენსიო სააგენტო.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით ,,საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო მხარდაჭერის საშუალებით”, რაც იმას ნიშნავს, რომ საპენსიო სააგენტოს შეუძლია ინფორმაცია მიიღოს შემოსავლების სამსახურიდან, სადაც ფიქსირდება დამსაქმებლის მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების ოდენობა და შედარების საფუძველზე შესაძლებელია განისაზღვროს რამდენად სწორად ასრულებს დამსაქმებელი საპენსიო სააგენტოს მიმართ ვალდებულებას და ადგილი აქვს თუ არა სამართალდარღვევას.

იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო შენატანის განხორციელება არ ხდება კანონით დადგენილი წესით, ამისთვის განსაზღვრულია პასუხისმგებლობის ზომა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511-ე მუხლის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც: "დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“, ხოლო ,,იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით“.

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.loialte.com.ge 

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები