მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემა იცვლება - დაგეგმილი სიახლეები კანონში

საქართველოს მთავრობა საპენსიო სააგენტოს სახელს უცვლის. ახალი სახელით საპენსიო ფონდი - იცვლება მართვის სისტემაც. მთავრობა საპენსიო სააგენტოს მართვის სისტემის რადიკალურ ცვლილებას და საინვესტიციო საბჭოს გაუქმებას გეგმავს - შესაბამისი კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტროსგან პარლამენტშია წარდგენილი.

პროექტის მიხედვით, მთავრობა გეგმავს, მის დაქვემდებარებაში გადაიყვანოს საქართველოს საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის დანიშვნის საკითხი, ამიტომაც უქმდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო. რა იცვლება და რას ცვლის სიახლე საპენსიო დანაზოგების ბენეფიციარებისათვის?