საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს N38 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გამოცხადდა სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევი კონკურსი.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსის პირობები შემუშავებულია "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგულაციის მიხედვით.
"სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევი კონკურსის წინადადების მოთხოვნა (RFP) ითვალისწინებს სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ გასაწევი მომსახურების აღწერას, კონკურსის ვადებს და სხვა პირობებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ პოტენციურმა პრეტენდენტებმა.
საინვესტიციო საბჭო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა პოტენციურ მონაწილეს, მათ შორის და არა მხოლოდ, ამჟამინდელ სპეციალიზებულ დეპოზიტარს და წინა შერჩევის კონკურსის მონაწილეებს", - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.




























