შეჯერება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საპენსიო სააგენტოსთვისაც სადაც ამ დროისათვის მოქალაქეების საპენსიო დანაზოგების ჯამმა 4.8 მილიარდს მიაღწია, ეს იმას ნიშნავს რომ ფონდის არსებობის 5 წელში აქტივების ჯამი მშპ-ის 5.8%-ს გაუტოლდა. ამ დროში საპენსიო სააგენტომ 1 მილიარდი ლარის წმინდა მოგების დაგენერირება შეძლო, რაც კუმულაციურ 63.5%-იან ნომინალურ და 18.4%-იან რეალურ ამონაგებს უდრის. დანაზოგების უდიდესი ნაწილი კი, კვლავ კონსერვატიულ აქტივებში რჩება. 2023 წელის 7 აგვისტოდან დღემდე დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების ნომინალურმა ამონაგებმა, შესაბამისად, 10.0% და 10.5% შეადგინა, მაშინ როცა კონსერვატიული პორტფელის ნომინალური ამონაგები იმავე პერიოდში 8.5% -ია - რამდენად ურისკოდ და ეფექტიანად არის დაბანდებული ჩვენი საპენსიო დანაზოგები და როგორ აპირებს მთავრობა დანაზოგების ნაწილის ეკონომიკაში მიმართვას, რამაც კაპიტალის ბაზარიც უნდა დაბუსტოს.